Quantcast
Channel: დღიური »რეიტინგი
Viewing all articles
Browse latest Browse all 3

>ახალი ამბები

$
0
0

>მაშ ასე, ქართულ ონლაინ ახალ ამბებზე ჩატარებული ერთკითხვიანი და ორდღიანი გამოკითხვის შედეგები:

გამოკითხვა ნახა სულ 171-მა ადამიანმა,
აქედან 75-მა უპასუხა შეკითხვას.

ყველაზე პოპულარული წყაროა interpressnews.ge, იგივე ipn.ge – იგი 26 მკითხველისათვის არის ახალი ამბების ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო.

საინტერესო ტენდენციაა, როდესაც ახალი ამბების წყაროდ სახელდება არა სააგენტო ან სხვა მედია საშუალება, არამედ სოციალური ქსელები და სხვა ონლაინ-სერვისები.

მაგალითად,ჩვენს სიაში მოხვდა Facebook და Twitter – რაც განპირობებულია სოციალური ქსელების ისეთი თავისებურებით, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, არა თვითონ ეძებოს ახალი ამბები, არამედ დაელოდოს და გაეცნოს მხოლოდ მისი მეგობრების მიერ წაკითხულ, გაფილტრულ და გაზიარებულ ამბებს.

რასაკვირველია, ქართულმა ვიდეო-სერვისებმა ბევრისათვის ტელევიზია ჩაანაცვლეს და სწორედ ამიტომ მოხვდნენ ჩვენს გამოკითხვაშიც: myvideo.getvali.ge

შემდეგ ცხრილში ნაკლებად პოპულარული საიტები მოხვდნენ – მათ მხოლოდ ორი ან ერთი ხმა მიიღეს:

სულ დასახელდა 46 საიტი/სერვისი, აქედან ქართული მხოლოდ 35 საიტია – რამდენიმე მათგანი კი რუსულ და ინგლისურ ენაზე მუშაობს.

ყველაზე სასიხარულო ფაქტი კი ისაა, რომ სიაში მოხვდა სადეზინფორმაციო სააგენტო ”ნიორი ნიუსი” – ni2.ge


Tagged: ახალი ამბები, მედია, რეიტინგი, საიტები

Viewing all articles
Browse latest Browse all 3

Latest Images

Trending Articles





Latest Images